MALETTI GROUP
ჯგუფი ხუთ სხვადასხვა კომპანიას აერთიანებს და მსოფლიო ლიდერია სპა და ველნეს ცენტრებისთვის, ასევე სილამაზის სალონებისთვის ავეჯისა და აღჭურვილობის წარმოების ინდუსტრიაში. ეს არის კომპანია, რომელიც ყოველთვის იტალიური დიზაინის, მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების სინონიმად ითვლებოდა და ითვლება დღესაც. კომპანიამ თმის სალონებისთვის ავეჯის წარმოება 1936 წლიდან დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას რომ ისტორიული ბრენდია ამ კონკრეტულ სექტორში. დღეს კომპანიას პროდუქციის ძალზედ დიდი ჩამონათვალი აქვს, მათ შორის უმრავლესობა მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების მიერ არის შექმნილი: ფილიპ სტარკი (Philippe Starck), კლაუდიო სილვესტრინი (Claudio Silvestrin), ელიზა ჯოვანონი (Elisa Giovannoni), ქრისტოფ პილე (Christophe Pillet), როს ლოვეგროვე (Ross Lovegrove), დიდიერ გომეზი (Didier Gomez) და ბორეკ სიპეკი (Borek Sipek).
NILO – The SPA Industry
სპა ინდუსტრია – MALETTI GROUP -ში შემავალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ავეჯსა და აქსესუარებს სპა და ველნეს ცენტრებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, სასტუმროებისა და კურორტებისთვის. კომპანიას დიდი წილი უკავია საერთაშორისო ბაზარზე. Nilo აწარმოებს ავეჯის სრულ სპექტრს დიზაინის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. დღეს, Nilo არის მსხვილი საწარმო, რომლის პროდუქციაც ამშვენებს პრესტიჟული სასტუმროებისა და კურორტების ველნეს ცენტრებს.
IRIS CERAMICA
იტალიური კომპანია, რომელიც უკვე მრავალი წელია მსოფლიო ლიდერია მოჭიქული კერამიკული და ფაიფურის ფილების წარმოებაში. ის აწარმოებს ფილებს როგორც საცხოვრებელი, ასევე ინდუსტრიული ფართებისთვის.
კომპანიას მისი არსებობის მანძილზე 50-ზე მეტი კოლექცია აქვს შექმნილი, რომელიც 2500 სხვადასხვა დასახელების პროდუქტისგან შედგება. Iris Ceramica ჯერ კიდევ 1961 წლიდან ითვლება მსოფლიო ლიდერად კერამიკული ფილების წარმოების სფეროში. ეს არის კომპანია, რომელიც მუდმივად მიილტვის მაღალი ტექნოლოგიებისა და მოდური ტენდენციებისკენ, ინოვაციური და თანამედროვე გადაწყვეტისკენ, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო პრემიებითა თუ პრიზებით.
GERMAINE DE CAPUCCINI
მსოფლიო ლიდერი სახისა და ტანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების წარმოების სფეროში. მისი არსებობის ისტორია 50 წელზე მეტს ითვლის.
GERMAINE DE CAPUCCINI გამოირჩევა იმით, რომ მისი თითოეული პროდუქტის სპეციალური ფორმულის მეშვეობით მუდამ სასურველი შედეგი მიიღწევა. ყველა პროდუქტი შექმნილია ესთეტიკური მედიცინის კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კომპანიის ლაბორატორია ერთ-ერთი მოწინავეა ევროპაში. მაღალი კლასის პროფესიონალები, ინოვაციური კვლევები, ხარისხიანი ნედლეული, მუდმივი ძიება ექსკლუზიური და უნიკალური ფორმულების შესაქმნელად, ეს არის GERMAINE DE CAPUCCINI-ის წარმატების საიდუმლო, რაც იმით დასტურდება რომ კომპანიის პროდუქცია ლიდერია მსოფლიო ბაზარზე უკვე მრავალი წლის მანძილზე.
დიზაინერი
დიზაინერი, რომელსაც ერთდროულად აქებდნენ და კრიტიკის ქარცეცხლში ახვევდნენ, თუმცა გენიოსად აღიარებდნენ. პროგრესის ხედვა, ფრთხილი დამოკიდებულება პრესისადმი, საკუთარი თავის ფორმირება და სტარკმა შეძლო დიზაინის იმპერიის აშენება ნაყოფიერ და წინააღმდეგობრივ ნიადაგზე. მართლაც, სტარკის მიერ შექმნილი ყველა ნამუშევარი სხვადასხვა ჟანრის გადაკვეთაა და გამოწვევას უცხადებს ნებისმიერ ტრადიციულ კლასიფიკაციას: ის ქმნის ინტერიერის დიზაინს ნიუ იორკის ძვირადღირებული სასტუმროებისთვის და პარალელურად კბილის ჯაგრისებისთვის.
დიზაინერი
ინტერიერისა და ავეჯის ერთერთი წამყვანი დიზაინერი იტალიაში. ის ცნობილი დიზაინერის სტეფანო ჯოვანონის პარტნიორი და მეუღლეა. როგორც დიზაინერი თანამშრომლობს Giovannoni Design სტუდიასთან, ასევე სხვა კომპანიებთან: Alessi, Magis, Millefiori, Maletti, Bisazza, Veneta Cucine, Bertazzoni, Marzorati & Ronchetti, Viceversa. ის არის მრავლი კონკურსის გამარჯვებული და სხვადასხვა პრიზის მფლობელი. ელიზა ჯოვანონი ლექციებს კითხულობს Domus Academy-ში და დიზაინის სკოლაში ( Polytechnic School of Design).
Germaine de Capuccini-ს დამფუძნებელი
კარმენ ვიდალმა 1964 წელს დაიწყო საკუთარი ბიზნესი. მან შექმნა პირველი სილამაზის ინსტიტუტი, სადაც თავის კლიენტებს მის მიერ შემუშავებული სამკურნალო პროცედურები შესთავაზა. მომვალში, ეს გახდება Germaine de Capuccini -ს ძირითადი ბაზა, რაზე დაყრდნობითაც გააგრძელებს კომპანია მუშაობას. კარმენ ვიდალმა სილამაზის საიდუმლო ალჟირში შეიტყო, სადაც მან ბავშვობა გაატარა, ხოლო კოსმეტიკის სფეროს ნიუანსებს ის პარიზში ეზიარა. სწორედ მის მიერ დაარსებული კომპანია გახდება მსოფლიოში ერთერთი ლიდერი კანის პროფესიული მოვლის საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს შორის.