logo_light_retina_4

NATALISPA

ჩვენს შესახებ

მთავარი  |  ჩვენს შესახებ

ნატალი ჯგუფი - 21 წელი სილამაზის ინდუსტრიაში

კომპანიის პირველი სილამაზის სალონი 1995 წელს გაიხსნა. დღეს კი, ეს ჯგუფი აერთიანებს სილამაზის სალონების ქსელს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრს „ანტი ეიჯ კლინიკა“, საზოგადოებრივ კოლეჯს „Natali Academy“, საკონსულტაციო ჯგუფს სპა და სილამაზის სფეროში „სპა კონცეპტი“ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მხოლოდ ევროპული პროდუქციით არის წარმოდგენილი ბაზარზე.

ამჟამად, „ნატალი ჯგუფი“ საქართველოში ლიდერია სილამაზის სექტორში. თუმცა თავიდან არც კომპანიის დამფუძნებელს და არც მის გვერდში

მდგომებს წარმოედგინათ რომ ერთი პატარა სალონით დაწყებული საქმე დიდ კომპანიად გადაიქცეოდა. ეს ხანგრძლივი და დაუღალავი შრომისა და იდეის ერთგულების შედეგია. სწორედ ამიტომ, „ნატალი ჯგუფი“ პროფესიონალიზმის, მაღალი ხარისხის მომსახურების, კომფორტის და სტაბილურობის სინონიმია. ვინც ერთხელ მაინც გვენდო და მოვიდა მომსახურების მისაღებად, ჩვენი ერთგული მომხმარებელი გახდა.

WE ARE
MODERN
CONSULTING GROUP
WITH FRESH IDEAS

80848
about_circle_main

SPA CONCEPT

მომსახურების სრული პაკეტი მხოლოდ თქვენთვის უნიკალური სპას შესაქმნელად (სასტუმროები, კურორტები, კერძო სახლები, სალონები, სილამაზის ცენტრები და სხვ.)

სპა კონცეპტი გთავაზობთ ცოდნასა და 21 წლიან გამოცდილებას სპა და სილამაზის ინდუსტრიაში. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მზად არის მოგაწოდოთ სერვისის სრული პაკეტი: იდეა, დიზაინი, დაგეგმარება, ავეჯი და აქსესუარები, პროდუქცია, პროექტის განხორციელება, სპას ამუშავება და ფუნქციონირება. სპა კონცეპტის მისია და მიზანია შექმნას უნიკალური სპა თქვენი სურვილების და ნებისმიერი წვრილმანის გათვალისწინებით, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ გადამწყვეტი ჩვენთვის, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

მოგვანდეთ თქვენი სპას შექმნა და თავად ნახავთ როგორ იქცევა სურვილი რეალობად.