logo_light_retina_4

NATALISPA

 

Anti age clinic

თანამედროვე კლინიკა, რომელიც გთავაზობთ მომსახურების მთლიან სპექტრს თქვენს სილამაზეზე, ახალგაზრდობაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დარგში. ნებისმიერი კლინიკის სამედიცინო პრაქტიკის მთავარი საფუძველია – ექიმი-სპეციალისტი. ჩვენი ექიმების გუნდმა დაწვრილებით იცის თავისი საქმე, მათ გააჩნიათ სპეციალობით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მუდმივად აუმჯობესებენ უნარებს და კვალიფიკაციას.

ჩვენი სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულმა ყველა სამედიცინო პროცედურამ გაიარა მრავალწლიანი აპრობაცია ევროპისა და აშშ-ს საუკეთესო კლინიკებში, სადაც დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.

უმაღლესი დონის ლაზერული სამედიცინო ტექნოლოგიები, პაციენტების უსაფრთხოება, მოხერხებულობა და კომფორტი მკურნალობის პროცესში, წარმოადგენენ საფუძველს ხარისხიანი მომსხურების უზრუნველსაყოფად. ჩვენი კლინიკა მუშაობს მედიცინაში ლაზერული სისტემების წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის – იტალიური კომპანია «DEKA»-ს ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობით.

antiage_2

DEKA MEDICAL LASER, THE CODE OF EXCELLENCE

ლაზერული ტექნოლოგიის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპანიასთან DEKA. ინოვაციურ-კორპორატიულ კულტურასთან ერთად აღსანიშნავია სამეცნიერო კვლევა, რის ხარჯზეც DEKA მსოფლიო ლიდერია ლაზერული ტექნოლოგიის სფეროში. ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის და უნიკალური ისტორიული წარსულის ფონზე, კომპანია DEKA-ს საყოველთაო ღირებულებაა გამოიყენოს ყოველი მეცნიერული აღმოჩენა კაცობრიობის სასარგებლოდ და მოახმაროს თითოეული ტექნოლოგიური ინოვაცია კონკრეტული პროდუქციისა და სერვისის გაუმჯობესებას, რათა კიდევ უფრო უკეთესი პროდუქტი და მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.