logo_light_retina_4

NATALISPA

 

Welness lab

ეს არის სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი ცენტრი, რომელშიც გაერთიანებულია Germaine de Capuccini –ს დღის სპა, სოლარიუმ კლუბი და სილამაზის სალონი. მომსახურების სრული სპექტრი, თითოეული სტუმრისთვის შექმნილი მშვიდი სასიამოვნო გარემო, კომფორტი, ხარისხიანი მომსახურება და დროის დაზოგვა – ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლითაც გამოირჩევა ნატალი ჯგუფის ველნეს ლაბი. აქ მუდამ ახსოვთ რომ სალონის თითოეული სტუმარი განსაკუთრებულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ველნეს ლაბს გარდა ცენტრალური დარბაზისა, VIP ოთახები აქვს, სადაც სალონის სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა რამდენიმე მომსახურება ერთდროულად მიიღოს.

კომფორტი, პროფესიონალიზმი და მაღალი კლასის მომსახურება – ნატალი ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი, რისი დასტურიც თამამად შეიძლება ითქვას რომ ველნეს ლაბია.

welness_lab1
welness_lab_7
welness_lab4
welness_lab_8
welness_lab6

სილამაზის სალონის კუთხით ჩვენი პარტნიორები არიან:

conc_page_1

თმის საღებავები და თმის მოვლის საშუალებები

Farmesi – თმის საღებავისა და თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია. ეს არის ოჯახური ბიზნესი, რომელიც 1945 წელს დაარსდა. კომპნიის მისიაა იყოს იტალიური ბრენდი, რომლის მისწრაფება, ინოვაცია და კვლევა ისეთ რეზულტატებს გამოიღებს, რაც დაეხმარება პროფესიონალ თმის სტილისტებს გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. Framesi სთავაზობს 120 დასახელების სხვადასხვა პროდუქტს: თმის შეღებვისთვის, თმის დახვევისა და გასწორებისთვის, თმის მკურნალობისა და ვარცხნილობისთვის, სალონში საცალო გაყიდვისთვის.

conc_page_2

აქსესუარები თმის ვარცხნილობისთვის

Uki International კომპანია, რომელიც Maletti Group-ის ნაწილია და აწარმოებს თმის ვარცხნილობისათვის საჭირო აქსესუარებსა და მოწყობილობებს, მათ შორის ცხელ სისტემებს. კომპანიამ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხვეჭა საერთაშორისო მნიშვნელობა თმის ვაცხნილობისათვის ხელსაწყოების წარმოების ინდუსტრიაში. Uki International 1999 წელს დაარსდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მალე დაიმკვიდრა თავი მსოფლიო ბაზარზე, რადგან პროდუქცია გამოირჩევა დიზაინით, ფერებით და რაც მთავარია ხარისხით. Uki International თანამშრომლობს ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა: როს ლოვეგროვე (Ross Lovegrove), დიდიერ გომეზი (Didier Gomez) და სტეფანო ჯოვანონი (Stefano Giovannoni).

conc_page_3

MAKE-UP

Cinecitta makeup – მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც იტალიური კინოს კოსმეტიკა. მისი ისტორია იტალიური კინოს ისტორიასთან ერთად იწყება.
ხარისხის გარანტიას იძლევა წამყვანი ტექნოლოგიები და ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომლითაც მზადდება ეს პროდუქცია. Cinecitta makeup ძალიან პოპულარულია ევროპაში პროფესიონალ ვიზაჟისტებსა და სტილისტებს შორის. რადგან ეს არ არის მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკა, არამედ მთელი სისტემაა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას სრულყოფილი პროფესიონალური ვიზაჟი.
დღესაც, ლეგენდარულ იტალიურ კინოსტუდიაში Cinecitta ამ ბრენდის კოსმეტიკით მუშაობენ.