Be the first to review “Beauty COLLAGEN”
You must be logged in to post a review.
სპა კონცეპტი ექსკლუზიურად გთავაზობთ სოლარიუმის უახლეს და მეორად აპარატებს.
იდეალური წითელი ნათების სპექტრი, გამოყენებული TECNOSOLE Collagen_ის მიერ, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის წარმოებას. აღნიშნული სხივების შთანთქმის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიკრო ცირკულაცია და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, რაც იწვევს დაღლილობისა და სტრესის მოხსნის შეგრძნებას, განწყობის გაუმჯობესებას. ინფრაწითელი სხივები ადამიანის ორგანიზმში 4-5 სმ-მდე აღწევენ, სწორედ ამ თვისებაზეა დაფუძნებული თერმული მკურნალობის ეფექტი.
ჩამონათვალი იმ პრობლემებისა და დაავადებებისა, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია გრძელ ტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გამოყენებით:
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები: ინფრაწითელი სხივების პროცედურების რეგულარული მიღება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს (ინფარქტი, და სხვ.).
– სისხლის მიმოქცევის მოშლა: ადამიანის სხეულის ინფრაწითელი სხივებით გათბობის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა პერიფერიულ ზონებსა და კაპილარებში.
– კუნთები და სახსრები: კლინიკურად დამტკიცებულია ინფრაწითელი სხივების დადებითი ზემოქმედება კუნთებისა და სახსრების ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისათვის, როგორებიცაა კრუნჩხვები, ართრიტული ტკივილები, განსაკუთრებით მხრებში, კუნთების ტკივილი, რევმატიზმი, რადიკულიტი, მენსტრუალური და სხვა ორგანოების ტკივილები.
– გაციებითი დაავადებები: ინფრაწითელი სხივები ზრდიან ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი და ანელებენ ვირუსების გამრავლების პროცესს. შესაბამისად, ინფრაწითელი სხივების პროცედურების რეგულარული მიღება არა მარტო ხელს უწყობს ორგანიზმს თავიდან აიცილოს გაციება, არამედ ავადმყოფობის საწყის ეტაპზე ორგანიზმს ეხმარება კიდეც მასთან ბრძოლასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში.
– ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები: ინფრაწითელი სხივები, როგორც თერაპევტიული საშუალება, ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული შუა ყურისა და ყელის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად.
– ზედმეტი წონის პრობლემა: ინფრაწითელი სხივებიანი საუნის (კაბინის) პროცედურების მიღება ზრდის ენერგიის მოხმარებას, მათ შორის ოფლის გამოყოფასაც.
– ცელულიტი: ცელულიტი კანს ქვეშ ლაგდება ფენებად და იწვევს სხვადასხვა კოსმეტიკურ პრობლემებს. ინფრაწითელი სხივების ორგანიზმში ღრმად შეღწევა ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას და ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოტანას.
– ნერვული სისტემის მოშლილობა: ხსნის რა უძილობას, სტრესს, ნერვოზულობას, ინფრაწითელი სხივები დამამშვიდებლად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე.
– იმუნური სისტემა: ინფრაწითელი სხივების ზემოქმედების შედეგად სისხლში მატულობს გემოგლობინის მოცულობა. იზრდება ასევე ერითროციტების რიცხვი, ნაწილაკების, რომლებიც ჟანგბადით ამარაგებენ ადამიანის ორგანოებს.
– საჭმლის მონელების პრობლემები: ინფრაწითელი სხივები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მოგვარებას, სუსტდება მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, სტიმულირდება მსხვილი ნაწლავის მოქმედება.
– კოსმეტიკური ეფექტები: გამჭოლი ინფრაწითელი სხივებით კანის საფარში სისხლის მიმოქცევის აქტივირება ხელს უწყობს კანის ფორების გახსნასა და გასუფთავებას. მკვდარი უჯრედების მოცილებით კანი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიკური. ხდება კანის გასუფთავება, რაც აუცილებელია კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. უმჯობესდება სახის კანის ფერი, იჭიმება ნაოჭები და კანი გამოიყურება ახალგაზრდულად. მცირდება კანის მიერ გამოყოფილი არასასიამოვნო სუნები.
You must be logged in to post a review.
Reviews
There are no reviews yet.