logo_light_retina_4

NATALISPA

016
017018

HYDRACURE

  • ჰიდრატაცია

აქტიური ჰიდრატაციით მკურნალობა რეკომენდირებულია 20 წლის და უფროსი ასაკისათვის

Germaine de Capuccini-მ განავითარა კანის ჰიდრატაციის ახალი გზა: HYDRACURE, პირველად პროფესიული ჰიდრატაციული კოსმეტიკური ხაზი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც კანის ტიპს, ისე კლიმატურ პირობებს. აღნიშნული ხაზი შექმნილია მთელი დღის მანძილზე გაუწყლოვანებისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისაგან კანის დასაცავად. ასტიმულირებს ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ კანის ბუნებრივ რეზისტენტობას.

HYDRACURE უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიდრატაციას ჰიდრაქტიური ფორმულის მეშვეობით: 100%-იანი ჰიდრატაციული მოქმედება მიიღწევა მისი ინგრედიენტებისა და მძლავრი ტექნოლოგიის წყალობით. შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ბუნებრივ EPS-ს, რძის მჟავასა და ცერამიდების შემცველ მიკრო-ღრუბლებს, თერმულ წყალს Izumo Yumura წყაროდან (იაპონია), ჰიდრატაციული აქტიურ ტექსტურას და ჰიდრატაციურ არომატს.

  • ესთეტიკის ცენტრში

აქტიური ჰიდრატაციის სრული პროგრამა: მაქსიმალური ჰიდრატაცია უზრუნველყოფილია პროფესიულ კაბინეტურ პროცედურებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის კანისათვის. გამოყენების ექსკლუზიური მეთოდი აძლიერებს პროდუქტის ეფექტიანობას და ჭეშმარიტად აჯანსაღებს კანს.

  • კანის ყოველდღიური მოვლის პროდუქტები

ჰიდრატაციული საცხი ნორმალური ან კომბინირებული კანისათვის თბილ კლიმატურ პირობებში: უზრუნველყოფს აქტიურ ჰიდრატაციას და ამავდროულად იწოვს ცხიმს კანის ზედაპირიდან. შედეგად კანი სასიამოვნო, ჯანსაღ იერს იძენს.

ჰიდრაქტიური საცხი ნორმალური ან მშრალი კანისათვის: აბრეშუმისებური ტექსტურა ნაზად ეხება კანს, ინტენსიურად და ხანგრძლივად ატენიანებს და დაუყოვნებლივ ანიჭებს ჯანსაღ იერს.

ჰიდრაქტიური გამდიდრებული საცხი ძალზე მშრალი კანისათვის ცივ კლიმატურ პირობებში: მშრალი კანისათვის განკუთვნილი ყველაზე ძლიერი ჰიდრაქტიური მოქმედების მქონე საცხი Germaine de Capuccini-ს არსენალში. მისი ექსტრა მდიდარი ტექსტურა დაუყოვნებლივ ამსუბუქებს მშრალი და ძალზე მშრალი კანისა და ცივი კლიმატური პირობებისათვის დამახასიათებელ დაჭიმულობის შეგრძნებას.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “HYDRACURE”