Be the first to review “Synchro REPLA:Y”
You must be logged in to post a review.
ალექსანდრიტის ლაზერული აპარატი
Synchro RePlay (DEKA LAZERS, იტალია) – წარმოადგენს
უახლეს ლაზერულ სისტემას, რომელშიც გაერთიანებულია ყველა მეტად ეფექტური მეთოდიკა ეპილაციისთვის და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების აღმოსაფხვრელად: ალექსანდრიტის ლაზერი, ნეოდიმის ლაზერი, ასევე IPL ნაცმი ფოტოეპილაციისა და ფოტოგაახალგაზრდავებისთის.
აღჭურვილობის მწარმოებელი – კომპანია DEKA, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაზერული აღჭურვილობის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული შემმუშავებელი. 1998 წელს DEKA, პირველმა შემოგვთავაზა გრძელიმპულსური Nd:YAG ლაზერების გამოყენება. ხოლო 1999 წელს, შექმნილი და დაპატენტებული იქნა სინათლის ტექნოლოგია UPL. დამოუკიდებლად აწარმოებდა რა ელექტრონიკას და ოპტიკას, კომპანიამ შექმნა მაღალტექნოლოგიური ლაზერების ფართო ხაზი და დაიკავა მოწინავე პოზიცია ლაზერებისა და იმპულსური სინათლის სისტემების წარმოებაზე მთელს მსოფლიოში.
დღესდღეობით ბოლო თაობის აღჭურვილობა, რომელიც შეიქმნა იტალიური კომპანიის DEKA-ს მიერ, გამოიყენება მედიცინის, კოსმეტოლოგიის და სტომატოლოგიის ყველა დარგში.
ლაზერული სისტემა Synchro REPLAY – ესაა კომპანიის „DEKA“ ლაზერული აპარატების უკვე მე-7 თაობა. მოწყობილობას ახასიათებს ლაზერული გამოსხივებების სხვადასხვა სახეობა და სრულყოფილი ფოტოსისტემა. აპარატი Synchro RE:PLAY წარმოადგენს ლაზერული ეპილაციის დღესდღეობით ყველაზე სრულყოფილ და სრულფასოვან ვარიანტს.
გამოყენება:
– ლაზერული და ფოტოეპილაცია
– პიგმენტური ლაქების მოცილება
– სისხლძარღვოვანი პათოლოგიების აღმოფხვრა
– კანის ლაზერული არააბლატიური გაახალგაზრდავება.
– აკნეს თერაპია
უპირატესობები:
– ჩაშენებული გაცივების სისტემა (პაციენტის მაქსიმალური კომფორტისთვის).
– ლაზერული ლაქის დიამეტრი 16 მმ-მდე (პროცედურის ჩატარების მომატებული სიჩქარე).
– გამოსხივების სამი სხვადასხცა წყარო (თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა).
ალექსანდრიტის ლაზერი ეს არის ლაზერი კანის გაგრილების სისტემით, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე
კანის ზედაპირი არ ზიანდება, ხდება რამოდენიმე ფოლეკულაზე ერთდროულად ზემოქმედება (თმის მოშორება შედარებით დიდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში), უმტკივნეულო პროცედურაა. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისაგან.
FT – Puls Laser- იმპულსური სხივით თმის მოცილება
ცივი ლაზერული ეპილაცია ნეოდიმის ლაზერით
ამას პრაქტიკულად ყველა იკეთებს: ქალებიც და მამაკაცებიც. არსებობს უამრავი შესაძლებელი ხერხი. თითოეული ადამიანი თავად წყვიტავს, პოულობს ბალანსს ხარისხის, უსაფრთხოებას და ტკივილს შორის. და ფაქტიურად ყველა ოცნობებს იმაზე, რომ მომავალში ვინმემ გამოიგონოს საშუალება, რომელიც იდეალური იქნება თავისი ყველა პარამეტრით. ცოტამ თუ იცის, რომ მომავალი უკვე დადგა!
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ერთხელ მაინც გაუკეთებია აპარატული ეპილაცია უნდა იცოდეს, რომ პროგრამაში ჩვეულებრივ შედის სპეციალური გამაგრილებელი კრემ-გელი ან შემოქრევა, აკრძალულია ისარგებლოთ სალარიუმით პროცედურამდე და მის შემდეგ. და, რა თქმა უნდა, მთავარი ნეგატიური ფაქტორი – ტკივილი. ჩვენ ვიცით, როგორ აგაცილოთ არასასიამოვნო შეგრძნებები ეპილაციის დროს.
ცივი ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას ჩვენ არ გამოვიყენებთ გაგრილებას, რადგანაც კანის გაგრილებას აზრი არ აქვს – ის უბრალოდ არ ხურდება. დაბალი ტემპერატურები ზემოქმედებას ახდენენ მხოლოდ თმაზე, შლიან მათ პირვანდელ სტრუქტურას. ამდენად, ეპილაციის ეს მეთოდი ზუსტად მიზანში ხვდება, არ ეხება ადამიანის სხვა ქსოვილებს.
ცივი ლაზერული ეპილაცია ნეოდიმის ლაზერით არ გაიძულებთ შეცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი. არანაირი შეზღუდვები – თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გაირუჯოთ როგორც სეანსის დაწყებამდე, ასევე მას შემდეგ. ერთადერთი ჩვენება – გონივრულ ფარგლებში შეზღუდოთ წყლის პროცედურები 2-3 დღით.
ნეოდიმის ლაზერით ცივი ლაზერული ეპილაციის წარმატებული ჩატარებისთვის კანის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს (VI ფოტოტიპის ჩათვლით).
რატომ არის პროცედურა უმტკივნეულო?
ყველასათვის ცნობილია, რომ კანის ძლიერი დამწვრობის შემდეგ თმა დაზიანებულ მონაკვეთზე დიდხანს არ ამოდის. სწორედ ასეთი პრინციპი საფუძვლად უდევს ლაზერული და ფოტოეპილაციის სხვადასხვა კლასიკურ სახეობებს. მსგავს შემთხვევებში ხურდება არა მარტო თვითონ თმა, არამედ კანი მის ირგვლივ. სწორედ ასე ჩნდება ტკივილი. უნდა აღინიშნოს, რომ ლაზერული ეპილაციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს კანის დამუშავებული ზონის მსუბუქი შეწითლება, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე.
ნეოდიმის ლაზერით ცივი ლაზერული ეპილაციის მეთოდი – შერჩევითია, სხივი ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ თმაზე, ამიტომ პროცედურის დროს იგრძნობა მხოლოდ მსუბუქი ჩხვლეტა დასამუშავებელ ადგილას. თავისი უმტკივნეულობისა და უსაფრთხოების წყალობით, ცივი ლაზერული ეპილაცია ნეოდიმის ლაზერით წარმატებით გამოიყენება ყველაზე დელიკატურ მონაკვეთებზე, როგორებიცაა სახე, კისერი, ბიკინის და იღლიის ზონებში. ფოტოეპილაციისგან განსხვავებით, ლაზერული ეპილაციის შემდეგ თმა არ ამოდის და, შესაბამისად, არ ჩნდება გაღიზიანება და ანთება.
უპირატესობანი
• პროცედურის ჩატარების სიჩქარე 3-4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ლაზერების სხვადასხვა ტიპებთან. წვივის ეპილაცია საჭიროებს სულ 30 წთ., ხოლო ეპილაცია იღლიების ზონაში – 10 წთ. სიჩქარის გაზრდა მიიღწევა სპეციალური სკანერის წყალობით, რომელიც ერთ ჯერზე ამუშავებს 6 კვ. სმ-მდე ფართობს, აფასებს კანის ფერს და თმის ტიპს, განსაზღვრავს ეპილაციის მეტად შესაფერის პარამეტრებს.
• გაგრილების უახლესი სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ ეპილაციის პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, რაც მნიშვნელოვანია ისეთი მგრძნობიარე ზონების დამუშავებისას, როგორიცაა იღლიების, ბიკინის და ტუჩების ზონა.
• ნებისმიერი ფერის თმის ეპილაციის ჩატარების შესაძლებლობა (ჭაღარა თმის გარდა, რადგანაც მათში არ არსებობს მელანინი).
• იმისათვის, რომ მთლიანად მოიცილოთ არასასურველი თმა, საკმარისია ჩაიტაროთ სულ 3-დან 8 პროცედურამდე.
You must be logged in to post a review.
Reviews
There are no reviews yet.